გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ხელვაჩაურის რაიონ სოფელ სარფის მიმდებარე ტერიტორიაზე 9 020 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა

1-08-2019

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ხელვაჩაურის რაიონ სოფელ სარფის მიმდებარე ტერიტორიაზე, განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, უაქციზო სიგარეტის (ჯამში 9 020 ღერი) შენახვა-რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1552 მუხლის, პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქე ნ.ც.-ს ჩამოერთვა საქონელი. საქმის მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, შემდგომი განხილვის მიზნით, ქვემდებარეობით ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.