გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ქუთაისში, გორში, თელავში, რუსთავში, ფოთსა და ზუგდიდში ახალი ავტობუსები იმოძრავებს

1-08-2019

ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, რუსთავი და ფოთი 100 ახალ ავტობუსს მიიღებენ. საუბარია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამაზე.


ევრობანკის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის ბიუჯეტი 11.8 მილიონი ევროა, საიდანაც „იბიარდი“ 10 მილიონ ევროს გამოყოფს. ავტობუსები ევრო-5 ტიპის დიზელის საწვავზე იმუშავებს.


ევრობანკი პროექტის დამტკიცებაზე, სავარაუდოდ, 15 ოქტომბერს იმსჯელებს. თანხას ფინანსთა სამინისტრო მიიღებს, პროექტის განმახორციელებელი კი მუნიციპალური განვითარების ფონდია.



https://1tv.ge/