გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ახალციხის ბიეთის ღვითსმშობლის სახელობის ეკლესია რესტავრაციისთვის მოამზადეს

1-08-2019

ბიეთის ღვითსმშობლის სახელობის ეკლესიის რესტავრაცია სამი წელი გაგრძელდება. ტაძრის დარბაზი ჩამონგრეული გუმბათის ქვებისგან გაიწმინდა. სამუშაოებს კომპანია „ივერთმშენი“ შეასრულებს.

კომპანია „ივერთმშენის“ წარმომადგენლის რამაზ კორშიას განცხადებით, მიწაში ნახევრად ჩამარხული ეკლესიის ოთხივე მხარე გაითხარა და ეკლესიის რეალური სიმაღლე გამოჩნდა.


მალე დაიწყება ხარაჩოების გაკეთება, რათა ეკლესიის რეაბილიტაციის პროცესი დაიწყოს.


„სამუშაოები აქ წყლის და ელექტოენერგიის მიყვანის შემდეგ დაიწყება. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, მშენებლებისათვის საცხოვრებელი სახლი შენდება. ტაძრის აღნოსავლეთ ნაწილზე კვლავ რჩება დროებითი გადახურვა, რათა ფრესკები არ განადგურდეს. რეაბილიტაციის პროცესში ეტაპობრივად მოვხსნით“, – განაცხადა რამაზ კორშიამ.


ტაძრის გაწმენდის შემდეგ, სამხრეთით მოჩუქურთმებული კარიბჭე აღმოჩნდა, ეზოში კი – პატარა ნაგებობა.


ისტორიული ძეგლის რესტავრაციის და გაწმენდის სამუშოებს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. მიმდინარე წელს ტაძრზე სამუშაოებისთვის 350 000 ლარი დაიხარჯება. საბოლოო ჯამში რამდენი ლარი დასჭირდება ტაძრის სრულ რესტავრაციას, უცნობია.


ტაძრის გაწმებდითი სამუშოები 2018 წელს დაიწყო.



http://sknews.ge/