გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

უცხო ქვეყნის ოფიციალური დოკუმენტების გაყალბების, დამზადების და გასაღების ბრალდებით 4 პირი დააკავეს-ხონში აღმოჩენილი მტკიცებულებები

2-08-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, საბერძნეთის რესპუბლიკის ყალბი პასპორტების, მართვისა და ბინადრობის ყალბი მოწმობების დამზადება-გამოყენების ბრალდებით, 4 პირი დააკავეს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები: 1970 წელს დაბადებული შ.რ. და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირები - 1980 წელს დაბადებული ლ. წ., 1970 წელს დაბადებული ფ. გ. და 1959 წელს დაბადებული ა.ე. ამზადებდნენ საბერძნეთის რესპუბლიკის ყალბ პასპორტებს, მართვისა და ბინადრობის ყალბ მოწმობებს, რომლებსაც შემდგომ, ფინანსური სარგებელის მიღების მიზნით, მოქალაქეებზე ასაღებდნენ.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა, ასევე, სამართალდამცველებმა ქალაქ ხონში, ერთ-ერთი დაკავებულის კუთვნილი ტურისტული კომპანიის ოფისშიც ჩაატარეს ჩხრეკა.

პოლიციამ მოპოვებული მტკიცებულების ერთობლიობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, ოთხივე პირი ბრალდებულის სახით თბილისში დააკავა. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-შეძენა-შენახვა- გასაღების ან გამოყენების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით მიმდინარეობს.