გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კოოპერატივების წევრებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის შესახებ იაპონიის გამოცდილება გააცნეს

2-08-2019

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ორგანიზებით, სემინარი თემაზე „ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა“ გაიმართა. 

სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ეჯირი იოკიჰიკომ მიმართა. 

ღონისძიებას სოფლის მეურნეობის ექსპერტები ონეკურა სუსუმუ და ნაკადა შუნიჩი ხელმძღვანელობდნენ. სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა კოოპერატივის, როგორც ბიზნესზე ორიენტირებული სუბიექტის შექმნისა და განვითარების თავისებურებები განიხილეს და იაპონიაში სოფლის მეურნეობის და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების გამოცდილება გაიზიარეს. 

სახელმწიფოს მხრიდან საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერაზე, მიმდინარე პროექტებსა და ღონისძიებებზე ისაუბრა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ.

სემინარს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ღონისძიება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ერთობლივი პროექტის „ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა“ ფარგლებში გაიმართა.