გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მაღალმთიან აჭარაში დღესასწაული "შუამთობა" აღინიშნება

4-08-2019

აჭარის მთიანეთში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნება.


ტრადიცია საუკუნეებს ითვლის. ერთ-ერთი ვერსიით, სახელწოდება იალაღებზე ყოფნის, ანუ მთობის შუა პერიოდს უკავშირდება.


ტრადიციულად, აჭარის მთიანი სოფლებიდან ზაფხულობით პირუტყვი ალპურ საძოვრებზე, საზაფხულო იალაღებზე გადაჰყავთ, ოჯახის წევრები ორად იყოფიან, ნაწილი ბარში რჩება, ნაწილი კი იალაღებზე. აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას კი ყველა თავს იყრის ერთად და ათეულობით იალაღზე აღინიშნება შუამთობა.


ბოლო წლებში სახალხო დღესასწაულს უფრო ოფიციალური ფორმაც მიეცა. მთავარ სანახაობას მასპინძლობს კურორტი ბეშუმი. კონცერტისა და სხვადასხვა წარმოდგენის პარალელურად იმართება ეთნოგრაფიული გამოფენები, სტუმრებს ადგილზე შეუძლიათ დააგემოვნონ აჭარული ტრადიციული კერძები, ეწყობა სპორტული შეჯიბრებები, მთავარი სანახაობა კი არის დოღი.



https://1tv.ge/