| « აპრილი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | |||
5-08-2019
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დარეჯან ზარანდიამ და სკოლის დირექციის წარმომადგენლებმა სენაკის მე-3 საჯარო სკოლის მე-2 კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
მუნიციპალიტეტის მერი უბნის მოსახლეობას შეხვდა. მათ დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები გააცნო. მან, საუბრისას, მოსახლეობისთვის განსაკუთრებით საჭირო პროექტის - სკოლის რეაბილიტაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ყოფილი მე-5 საჯარო სკოლის შენობას, რომელიც მშვიდობის ქუჩაზე მდებარეობს, სრული რეაბილიტაცია უტარდება.
სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ინდ. მეწარმე ზურაბ მესხი აწარმოებს.
ახალი სასწავლო წლისთვის, მესამე საჯარო სკოლის ახლადრეაბილიტირებული მე-2 კორპუსი, წლების შემდგომ, ფუნქციონირებას სრული დატვირთვით განაახლებს.