გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ბოლო 2 წელიწადში რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს 51 მილიონი დოლარით დაეხმარა

6-08-2019

ფინანსური მხარდაჭერის მოცულობა, რომელიც რუსეთმა აფხაზეთს 2018 და 2019 წლებში გამოუყო, დაახლოებით 3,24 მილიარდ რუბლად (51 მილიონ დოლარად) შეფასდა.


როგორც „კავკაზსკი უზელი“ წერს, 2017 წელს, ვლადიმირ პუტინი რუსეთის სახელით აფხაზეთს 6 მილიარდი რუბლის (დაახლოებით, 94,5 მილიონი დოლარის) ინვესტიციას დაჰპირდა 2019 წლამდე.


აფხაზეთის "ეკონომიკის სამინისტროს" მონაცემებით კი, 2010-დან 2017 წლამდე საინვესტიციო დახმარება, რომელიც რუსეთმა აფხაზეთს გაუწია, დაახლოებით, 14 მილიარდ რუბლს (დაახლოებით, 220,6 მილიონ დოლარს) შეადგენდა.




jam-news.net