6-08-2019
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით ქ.ბათუმში, ნოე ჟორდანიას ქ N14-ში მდებარე ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. რეაბილიტაციის პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2017 წელს შეიძინა.
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუ’’-სთან არსებული საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდი ქ.ბათუმში არსებულ კიდევ რამდენიმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციას გადახორციელებს ( მაზნიაშვილის ქN6/აბაშიძის 15; კ.გამსახურდიას ქ.N13/აბაშიძის ქ.N23;) ასევე დააფინანსებს ქ.ბათუმში ,,ღვთისმშობლის შობის‘’ სახელობის საკათედრო ტაძრის ფრესკების რესტავრაციას. (ბიუჯეტი -3 000 000 ლარი)