გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ლევან ნიკოლეიშვილი: რუსთაველზე ხელისუფლება სავარაუდოდ თავის გადარჩენას ზეიმობდა-აკი აღნიშნეს კიდევ "ამოვისუნთქეთო"

7-08-2019

"საქართველომ უნდა გააგრძელოს გონივრული და პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში. მაგრამ ამვდროულად მოსახლეობამ სიმართლე უნდა იცოდეს იმ იმის შესახებ რომელიც ჩვენ ქვეყანას 11 წლის წინ გადახდა"-ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლაიშვილი წერს.

ხვალ საქრთველოს ისტორიის ერთერთი დიდი ტრაგედიიდან 11 წელი სრულდება. არავის ეპარება ეჭვი იმაში თუ ვინ დაიწყო ომი, ცხადია რუსეთმა და არა 11 წლის უკან. მაგრამ ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს მაშინდელი ხელისუფლების, კერძოდ კი სააკაშვილის უგუნური და პროკაციული ქმედებები რომელიც აგვისტოს ომის საბაბი გახდა. დღეს ამაზე საუბარს ყველა ერიდება- ნაცეებმა რუსეთუმება არ დაგვაბრალოსო. არა და სიმართლე აუცილებლად უნდა ითქვას. ამ ომმა საქართველოში რამდენიმე ძირითადი მოქმედი პირი წარმოაჩინა: გმირულად მებრძოლი ჩვენი ჯარისკაცები და ოფიცრები, გმირულად დაღუპული ჩვენი ულამაზესი გოგო-ბიჭები, მსხვერპლად შეწირული მშვიდობიანი მოსახლეობა, ლაჩარი და თავის ხალხისა და ჯარის მოღალატე ხელისუფლება- - უპატრონო ცხედრები გაიხსენეთ, რომ არა საპატრიარქოსა და სამღვდელობის ძალისხმევა როგორ იყვნენ მიტოვებულები. ამ დროს რუსთაველზე ხელისუფლება სავარაუდოდ თავის გადარჩენას ზეიმობდა-აკი აღნიშნეს კიდევ "ამოვისუნთქეთო". ოპოზიციამაც მორატორუმი გამოუცხადა მოკლედ ამოისუნთქავდნენ აბა რა. მაგრამ მანამდე რატომ არ გამოიყენეს ყველა საერთაშორისო ტრიბუნა თუ ბერკეტი, გაერო თუ პარტნიორი ქვეყნები? ალბათ იმიტომ რომ თავისი ტრიბუნა და დროშები ჰქონდათ გამზადებული ცხინვალში გასამართი მიტინგისთვის. რატომ ეროდნენ სამხედრობის საქმეში და ყოველ წუთს რად ცვლიდენ გეგმებს და ბოლო მომენტში კი ბედის ანაბარა მიატოვეს მართლაც გმირი ბიჭები. რატომ იყო რომ შსს-ს მინისტრის მოადგილემ ქ-ნმა ეკა ზღულაძემ სიხარულით გვამცნო ნუ გეშინიათ ტანკმა ორჭოსანში აუხვიაო. იმიტომ რომ ორჭოსანი და დანარჩენი საქართველო არაფერში არ ენაღვლებოდათ. მთავარი იყო მათ კაბინეტებს და თანამდებობებს არ გაჩენოდათ საფრთხე. ვინ არის იმ მილონობით ღირებულების სამხედრო ტექნიკაზე და ქონებაზე პასუხისმგებელი რომელიც ლანგარზე ალაფის სახით დაუტოვეს რუსეთის ჯარს. საქართველოს ტერიტორიის 20 % ქვაღორღი უწოდეს მოგვიანებით. დღეს კი ანტისაოკუპაციო დროშის ფრიალს ბედავენ. 

ძნელია, ძალიან ძნელი დაიჯერო იმ ხალხის ვინც ომის საფრთხე ვერ აიცილა, ვინც მიუხედავად ყველას გაფრთხილებისა ( მარტო აშშ-ს მაშინდელი სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისი გაფრთხილება რად ღირს!). ძნელია დაიჯერო იმ ხალხის როცა ბიჭების ცხედრები უპატრონოდ იყო მიტოვებული, რუსთაველზე საკუთარი თავის გადარჩენას რომ ზეიმობდა. ძნელია დაიჯერო იმ ხალხის რომელმაც გაყვანილი რუსული ბაზების მაგივრად ისევ ოღონდ ამ ჯერად ისევ რუსეთის ჯარები სხვა რაკურსით შემოიყვანა.

დიახაც საქართველომ უნდა გააგრძელოს გონივრული და პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში. მაგრამ ამვდროულად მოსახლეობამ სიმართლე უნდა იცოდეს იმ იმის შესახებ რომელიც ჩვენ ქვეყანას 11 წლის წინ გადახდა- ვინ იყო მართლაც გმირი დავინ მსხვერპლი, ვინ არის დამნაშავე და ლაჩარი და ვინ უგუნური..."-წერს ნიკოლაიშვილი.