გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი ბერაია: რუსეთის ზრახვები ვერ განხორციელდებოდა, რომ არა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკა

7-08-2019

„რუსეთის ზრახვები და ოკუპაცია ვერ განხორციელდებოდა, რომ არა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მავნებლური, ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი პოლიტიკა“-ამის შესახებ 
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ბერაია აცხადებს.


„აგვისტოს ომი არის ყველაზე ტრაგიკული ფურცელი საქართველოს უახლეს ისტორიაში, რასაც შეეწირა ასობით ჩვენი უდანაშაულო თანამოქალაქის, ჩვენი გმირი ჯარისკაცებისა და სამართალდამცველების სიცოცხლე. ჩვენ დავკარგეთ კონტროლი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ახალგორის რაიონზე და კოდორის ხეობაზე, ბევრ სოფელზე. ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიების 20 %, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურ რეჟიმში ცდიან საკუთარ თავზე ოკუპაციის მძიმე შედეგებს. რუსეთი არის აგრესორი სახელმწიფო, რომელიც უკანონოდ შემოიჭრა საქართველოში და მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. თუმცა, მიუხედავად რუსეთის ზრახვებისა, ოკუპაცია ვერ განხორციელდებოდა, რომ არა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მავნებლური, ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი პოლიტიკა, რამაც კომფორტი შეუქმნა რუსეთს, საქართველოსთან მიმართებაში მიეღწია მისი საგარეო პოლიტიკური ამოცანებისთვის. წინა ხელისუფლებამ ვერ შეძლო პროვოკაციების შედეგად განვითარებული დაძაბულობების დეესკალაცია. მისთვის მთავარი იყო საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება, გამყარება და გახანგრძლივება და არა სახელმწიფო ინტერესები. ამის ნათელი დადასტურებაა წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული განცხადებები, რომ თითქოს საქართველომ ომის შემდეგ ამოისუნთქა. სწორედ აქ ჩანს წინა ხელისუფლების დამოკიდებულება და მიდგომები ამ საკითხის მიმართ. ის ვინც ყველაზე მეტად დაზიანდა ომის შედეგად არის საქართველო და მისი მოქალაქეები, ხოლო ის ვინც ყველაზე მეტად ისარგებლა ამით, არის სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა. საქართველო და მისი მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციას. ჩვენ, ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერით, მშვიდობიანი გზით გავამთლიანებთ ჩვენს ქვეყანას. საქართველოს აქვს გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც მოიცავს როგორც დეოკუპაციის მიმართულებით გასატარებელ ნაბიჯებს, დიპლომატიურ ძალისხმევას, ასევე კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის და შერიგების ღონისძიებებს, რომელსაც აქვს სრული და ერთსულოვანი მხარდაჭერა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან“-აცხადებს ბერაია.