7-08-2019
სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები კახა ოქრიაშვილი, სიმონ ნოზაძე, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატი ენზელ მკოიანი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ფოკაში, ვლადიმეროვკასა და ტამბოვკაში მოსახლეობას შეხვდნენ და ადგილზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტები მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით დაიგეგმა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად გრძელდება. კერძოდ: სოფელი ფოკა - წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია, რიტუალების სახლის რეაბილიტაცია,სსიპ საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, გარე განათების მოწყობა, ტუმბოს შეძენა, პირუტყვის საწყურებლების მოწყობა, მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა, მინი სტადიონის მშენებლობა. უკვე დასრულდა საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია.სოფელი ტამბოვკა - კულტურის სახლის კაპიტალური რეაბილიტაცია, დაგეგმილია რიტუალების სახლის რეაბილიტაცია, ამბულატორიის მშენებლობა, მიმდინარეობს გარე განათების მოწყობა. უკვე დასრულდა შიდა გზების მოხრეშვა. სოფელი ვლადიმიროვკა - რიტუალების სახლის რეაბილიტაცია, ფოკა-ვლადიმიროვკა გზის მოასფალტება, დაგეგმილია , გარე განათების მოწყობა , მიმდინარეობს შიდა გზების მოხრეშვა უკვე დასრულდა წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია.