გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახალციხეში ადგილობრივებს შეხვდნენ

7-08-2019

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები კახა ოქრიაშვილი, სიმონ ნოზაძე, სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელები მუნიციპალიტეტის სოფლებში - აწყურში, ტყემლანაში, თისელში და ქალაქ ვალეში მოსახლეობას შეხვდნენ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მათთან ერთად განიხილეს სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი და უკვე მიმდინარე პროექტები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად გრძელდება. კერძოდ: გასულ წლებში სოფელ აწყურში მოეწყო სასმელი წყლის მაგისტრალური მილსადენი, სატუმბი სადგური, გარე განათება, სკვერი, საყრდენი კედელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა კულტურის სახლსა და მუსიკალურ სკოლას, გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრი. მიმდინარე წელს აქტიურად გრძელდება აწყურის ციხისა და კათედრალის რეაბილიტაცია. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში კი მოსახლეობის გადაწყვეტილებით სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარი იგება.

სოფელ ტყემლანაში მოეწყო სკვერი და სოფლამდე მისასვლელ გზაზე ასფალტის საფარი იგება. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში კი სამეურნეო დანიშნულების შენობა აშენდა და სველი წერტილი ეწყობა.

სოფელ თისელში გასულ წლებში მოეწყო გარე განათება, სასაფლაო შემოიღობა და შიდა გზები მოიხრეშა. მიმდინარე წელს კი ამბულატორია კეთდება და გარე განათების მოწყობა გრძელდება.

სხვადასხვა სახის მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა ვალეში. კერძოდ: რეაბილიტირდა კულტურის სახლი, საბავშვო ბაღი, მუსიკალური სკოლა, №1 საჯარო სკოლა, სკვერები, სარწყავი და სანიაღვრე არხები, სატუმბი სადგური, გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრი, შიდა ქუჩებზე ასფალტის საფარი დაიგო, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები. მეორე შახტის დასახლებაში გაიხსნა ახალი საბავშვო ბაღი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავს. მიმდინარე წელს რეაბილიტაცია უტარდება სასმელი წყლის შიდა ქსელს და სარწყავს სისტემას. №2 საჯარო სკოლაში კი ცენტრალური გათბობა ეწყობა.