გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზუგდიდში აგვისტოს ომში დაღუპული მამულიშვილების მემორიალი გაიხსნა

8-08-2019

ზუგდიდის სკეიტ-პარკში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალი გუბერნატორთან და ზუგდიდის მერთან ერთად გმირი ბადრი ბერანძის შვილმა გახსნა.


ღონისძიებას დაღუპულების ოჯახის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.


„დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული და თან სიამაყის დღეა. ქედს ვიხრი ჩვენი ჯარისკაცების წინაშე და იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი საქართელო გამთლიანდეს, როგორც მათ სურდათ“, - თქვა ბადრი ბერანძის მეუღლემ ლინდა გეგეშიძემ.


„საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესია აგვისტოს ომი, როცა ჩვენი ქვეყანა გახდა კიდევ ერთხელ რუსული აგრესიის მსხვერპლი. თითოეული ცვენგანისთვის არის უაღრესად მტკივნეული, ამავე დროს, თითოეული ჩვენი ბიჭების მხრიდან მომავალი თაობისთვის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო. რუსეთი, რა თქმა უნდა, ოკუპანტი და აგრესორია, რომელიც ეწევა ფარულ და აშკარა ომს. სხვა საკითხია, როგორ შეიძლებოდა საქართველოს ახლა და წარსულში აეცილებინა ის, რაც მოხდა. რუსეთმა დაიწყო ომი, თუმცა, ალბათ, შეიძლებოდა, უფრო ფრთხილი მოქმედებით აგვეცილებინა ეს აშკარა დაპირისპირება, როგორც დღეს, როცა რუსული ჯარი ჩვენს ტერიტორიაზეა, თუმცა არ გვაქვს შეიარაღებული დაპირისპირება“, - განაცხადა გუბერნატორმა.


აგვისტოს ომის ერთ-ერთი გმირის სერგეი გოროზიას დედის მზია გოროზიას თქმით, მას მემორიალი რამდენიმე მიზეზის გამო არ მოსწონს. ის მიიჩნევს, რომ ბეტონის ქანდაკება გმირებისთვის შეურაცხმყოფელია და 2008 წლის ჯარისკაცებს არ მიესადაგება.


მზია გოროზიამ ასევე აღნიშნა, რომ თუკი მერია კორექტივებს არ შეიტანს, მას სურს, მისი შვილის სახელი მემორიალიდან წაიშალოს.


მის პრეტენზიებს ზუგდიდის მერმა უპასუხა. გიორგი შენგელიამ აღნიშნა, რომ ქანდაკებაში გარკვეულ კორექტივებს შეიტანენ.


მემორიალისთვის ზუგდიდის ბიუჯეტიდან 15 ათასამდე ლარი გამოიყო. მრავალფიგურიანი კომპოზიცია გმირების მარადიულ სულებს გამოხატავს და მათ ხსოვნას ეძღვნება.



https://pia.ge/