გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ზესტაფონში 2008 წლის ომის გმირებს პატივი მიაგეს

8-08-2019

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ზესტაფონში. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით მაღრაძე, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ზაზა ფერაძის სახელობის მემორიალთან შეიკრიბნენ, გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.


ამასთან, გაიმართა ზაზა ფერაძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი, რომელსაც ხელისუფლებასთან ერთად მისი ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.


„ჩვენ გვყავს უახლესი ისტორიის გმირი, რომელიც შორაპანში დაიბადა და გაიზარდა. მან თავი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მშვიდობას შესწირა. საკუთარი სიცოცხლე დაუფიქრებლად გაწირა, როცა მესამედ შებრუნდა ფრონტის ხაზზე, რათა დაჭრილი თანამებრძოლები გადაერჩინა. სწორედ ასეთი ადამიანებზე დგას ჩვენი ქვეყანა. დიდება მათ სახელს“, - განაცხადა დავით მაღრაძემ.


„ზაზა ფერაძე 2008 წლის 7 აგვისტოს დაიღუპა. ის მაშინ დაიჭრა, როდესაც მესამედ შებრუნდა ფრონტის ხაზზე დაჭრილი მებრძოლების გამოსაყვანად.


ზაზა ფერაძის ქალიშვილი, ანასტასია მამის გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ დაიბადა. დემეტრე კი წლის და 4 თვის იყო.


ზაზა ფერაძე გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.





https://www.interpressnews.ge/