გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ქვეყნის მასშტაბით 13 აგვისტომდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება

8-08-2019

13 აგვისტომდე საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.


როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი, დოდო გვაზავა აცხადებს, 10 აგვისტომდე, დასავლეთ საქართველოში, მათ შორის შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა მაღლობში 27-29 გრადუსამდე, დასავლეთ საქართველოს დაბლობში კი 32-33 გრადუსამდე დათბება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთ რაიონებში ტემპერატურის მატება 30-32 გრადუსამდეა მოსალოდნელი.


10 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან, 11 აგვისტომდე კი დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მათ შორის სანაპირო რაიონებში, ჰიდრომეტეოროლოგები წვიმას ვარაუდობენ. მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის 23-25 გრადუსამდე კლება. სანაპირო ზოლზე მოსალოდნელია დასავლეთის ქარი.


ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის ნავარაუდევი დედაქალაქში.


12 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან კი, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. 13 აგვისტოდან კი ჰიდრომეტეოროლოგები, ქვეყნის მასშტაბით გამოდარებას პროგნოზირებენ.



https://www.interpressnews.ge/