გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლანჩხუთში შინდისის ომის გმირები გაიხსენეს

8-08-2019

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. აგარაკის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში მამა დავით წულაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა სულების საოხად პანაშვიდი აღავლინა.

გაიხსენეს და ყავავილებით შეამკეს შინდისის ომის გმირების: რუსლან წულაძის და ემზარ წილოსანის, ტრაგიკულად დაღუპული ვასილ სმირნოვის, 2004 წელს სამაჩაბლოში, ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული გიორგი ლომაძის საფლავები.

ღონისძიებას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე თვითმმართველობის სხვა წარმომადგნელებთან ერთად ესწრებოდნენ.

მუნიციპალიტეტის მერიამ აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 300-300 ლარი პირად ანგარიშზე დაურიცხა. გარდა ამისა, „მედალფას" ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა რევაზ კვერენჩხილაძემ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს სადაზღვეო ბარათები გადასცა, რომლის მეშვეობითაც ისინი „მედალფა“-ს კლინიკაში უფასო გამოკვლევებს ჩაიტარებენ.