გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

აგვისტოს ომიდან 11 წლისთავზე საოკუპაციო რეჟიმმა ხელოვნურ საზღვრების გავლება განაახლა

8-08-2019

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუთიანთკარის სიახლოვეს ბარიერების აღმართვა შეჩერებულია. მისი განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებამ შესაბამისს ზომებს მიმართა, მათ შორის ცხელი ხაზის ამოქმედებისა თუ ჟენევის კომისიის საქმის კურსში ჩაყენებით.


„საოკუპაციო რეჟიმების ასეთი ნაბიჯები მხოლოდ აუარესებს ჰუმანიტარულ მდგომარეობას", - აღნიშნა დარსალიამ.


მომხდარ ფაქტზე მხარეები უკვე 29 აგვისტოს იმსჯელებენ, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგ სამუშაო შეხვედრაზე.


აგვისტოს ომიდან 11 წლისთავზე საოკუპაციო რეჟიმმა დღეს ხელოვნურ საზღვრების გავლება განაახლა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, სამხედროები გუშინ გამოჩნდნენ.



https://imedinews.ge