გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გორში, საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ საგარეო უწყებაში დიპლომატებთან შეხვედრა გაიმართა

8-08-2019

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის, აშშ-ის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საერთაშორისო პარტნიორებისათვის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზზე მსგავსი უკანონო ქმედებები კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ ისედაც რთულ ვითარებას უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით და ზღუდავს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას არსებულ გამოწვევებთან გამკლავებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. თავის მხრივ, უცხოელმა დიპლომატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერა.