გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი თხილის წარმოების მიმართულებით ითანამშრომლებენ

9-08-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, სტრატეგიული თანამშრომლობის სამმხრივი დეკლარაცია გაფორმდა თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. დეკლარაციის თანახმად, თხილის წარმოების მიმართულებით სამი ქვეყანა უფრო აქტიურად ითანამშრომლებს.

თხილი საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო აგრარული პროდუქტია. სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მიზანია წარმოებისა და ხარისხის ამაღლება, მოსავლიანობის გაზრდისათვის სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება, ტექნიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის უზრუნველყოფა.

მხარეებმა აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის პოზიციების შეაჯერეს.

თანამშრომლობა დარგის განვითარებასა და წარმოების ზრდაზეა ორიენტირებული.