გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

პირველკლასელები განახლებულ და გაძლიერებულ „ნეთბუქებს“ მიიღებენ

9-08-2019

ახალი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელი საჩუქრად განახლებულ და გაძლიერებულ „ნეთბუქს“ მიიღებს, რაც მათ სწავლა/სწავლების პროცესში საინფორმაციო და ტექნიკური უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარება. 

მიმდინარე რეფორმის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულებით ტექნოლოგიების განვითარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება გაეძლიერებინა ძველი ბუქები, რომლებიც რეფორმით დაანონსებული სწავლების სტანდარტებს ვეღარ პასუხობდა.

ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები როგორც ტექნიკური მახასიათებლებით, ასევე განახლებული პროგრამებით აღჭურვილ კომპიუტერებით ისწავლიან. მნიშვნელოვანია, რომ კომპიუტერები აღჭურვილი იქნება „მაიკროსოფტ 365-ის“ ლიცენზირებული პროგრამებით.

გაორმაგდა მყარი დისკისა და ოპერატიული მეხსიერების მოცულობა, რაც უფრო მეტი პროგრამის ინსტალაციისა და გაორმაგებული სიჩქარით მუშაობის საშუალებას მისცემს მოსწავლეებს.

ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ დღეის მდგომარეობით, ყველა საჯარო სკოლა ჩართულია უსაფრთხო ინტერნეტის ერთიან საგანმანათლებლო ქსელში. წლის ბოლომდე კი თბილისსა და რეგიონებში 400 სკოლა დამატებით უსადენო ინტერნეტით იქნება აღჭურვილი. 

რეფორმის ფარგლებში სწავლა/სწავლების პროცესში ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა სამინისტროს მხრიდან მომავალშიც გაგრძელდება.