« ივლისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |
9-08-2019
მეორე ქვეითი ბრიგადის კაპრალი, 27 წლის სენაკელი ლევან თეფანია 9 აგვისტოს, საომარი მოქმედებების დროს, ცხინვალის მისადგომებთან, სოფელ ხეთაგუროვაში დაიღუპა.
როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, გმირის გოგონამ, 10 თვის ნინიმ, მამის დაღუპვის დღეს, პირველად წარმოსთქვა „მამა“.
ლევანი 9 აგვისტოს, დილით, მეუღლეს - ნატა ყალიჩავას ესაუბრა. ამშვიდებდა, რომ მალე დაბრუნებას შეძლებდა.
ბოლო სატელეფონო საუბრიდან მალევე ლევანის ახალგაზრდა სიცოცხლე შეწყდა.
ნატა 21 წლის ასაკში დაქვრივდა, ნინი - მხოლოდ 10 თვის იყო.
წყვილმა ერთად წელიწადი და 8 თვე იცხოვრა.
ლევანის დაღუპვიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ნატამ შეიტყო, რომ მეორე შვილი ეყოლებოდა. მარიამი რვა თვის შემდეგ დაიბადა.
ლევან თეფანიას დაღუპვიდან მე-11 წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ და მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული სენაკელი ჯარისკაცის ხსოვნას.