გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

აგვისტოს ომის მე-11 წლისთავი სენაკში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა

9-08-2019

სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, 2008 წლის აგვისტოს ომის მე-11 წლისთავი ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკაში, ჟიული შარტავასა და მისივე სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში, ომის ამსახველი ფოტომასალებისა და ნამუშევრების გამოფენით და თემატური ღონისძიებებით აღინიშნა, რომელთაც მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ახალგაზრდა მსახიობთა მიერ წარმოდგენილ იქნა ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია, რომელშიც მონაწილეობა თემურ ბოკუჩავას ვაჟმა, ალექსიმ, მიიღო.

ომის ქარცეცხლიანი დღეები და მებრძოლების თავდადება დეკანოზმა იოსებ ესაკიამ გაიხსენა.

2019 წლის 8 აგვისტო სენაკში, ნიშნად ქვეყნის გამთლიანებისა, სიმბოლურად, სანთლებით აკიაფებულმა, ერთიანი საქართველოს გამოსახულებამ დაასრულა.