გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

17 აგვისტოს „Black Sea Arena“ -ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება

14-08-2019

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამოზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „Black Sea Arena“ -ს ბაქანზე გაჩერდება. 

მატარებელი შემდეგი განრიგით იმოძრავებს:

გასვლა- თბილისი 12:40; ჩასვლა-Black Sea Arena 17:25; ჩასვლა-ბათუმი 18:23; გამოსვლა-ბათუმი 23:50; გამოსვლა-Black Sea Arena 0:38; ჩამოსვლა- თბილისი 5:15.


ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან17 აგვისტოს მატ. № 802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 18 აგვისტოს მატ. №811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები „Black Sea Arena“-სბაქანზეც ექნებათ. 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ისმობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. 
ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე (Railway.ge;tkt.ge;Biletebi.ge;matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.