გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია

16-08-2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება/მშენებლობას ახორციელებს. 

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარს სცდება.

უკვე დასრულდა 3 კილომეტრიანი გზის მშენებლობა და მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების მოწყობა.

შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტების და ადგილობრივი მოსახელობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უშლიდა ხელს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ეს პრობლემა სრულად მოგვარდება. 

მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი შენგელია სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან, ბესიკ ამირანაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო. 

გარდა შემოვლითი გზის მშენებლობისა მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში არაერთ მნიშნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა, მიტარბისა და კოხტას საბაგირომდე მისასვლელი 3 კილომეტრამდე გზისა და დიდველზე ავტოსადგომის მოწყობის სამუშაოები, შემოვლით გზასთან მრავალსართულიანი ავტოსადგომის მოწყობა, ცენტრალური ბილიკისა და გზის მოწყობის სამუშაოები, ურბანული განახლებისა და რეკრეაციულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ჯამში მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში 55 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.