გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პრემიერ-მინისტრი სოფელ ნაცატუში თხილის მწარმოებელთა ასოციაციის საშრობში ფერმერებს შეხვდა

16-08-2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში ფერმერებს შეხვდა და თხილის მოსავლის შესახებ ესაუბრა. 

ფერმერებმა პრემიერს მიაწოდეს ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ მათთვის გადაცემული შესაწამლი აპარატის შესახებ და აღნიშნეს, რომ მისი დახმარებით, ისევე, როგორც აგროკონსულტანტების რეკომენდაციით განხორციელებული აგროტექნიკური და მცენარეთა დაცვის ღონისძიებების შედეგად, რამდენიმე ასეული ტონა თხილის მოსავალი მიიღეს. 

ფერმერების პრობლემას სარწყავი წყალი წარმოადგენს, რისი უმოკლეს ვადებში მოგვარებაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულს დაავალა. 

მთავრობის მეთაურის განცხადებით, გაგრძელდება ძალისხმევა, რათა თხილის ექსპორტის მაჩვენებლები მოკლე ვადაში გაორმაგდეს. 

„თხილის გადარჩენის პროგრამა“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), Ferrero-სა და CNFA-ს “საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის” მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თხილის მწარმოებელთა ასოციაციას გადასცა შესაწამლი აპარატები, რომლებითაც მეთხილე ფერმერებმა ისარგებლეს და აგროსამუშაოები ჩაატარეს. 

მთავრობის მეთაურმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად თხილის მწარმოებელთა ასოციაციის საშრობიც დაათვალიერა და ფერმერებს გაესაუბრა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწარმოში ამ ეტაპზე 70 ტონამდე თხილი მუშავდება. 

აღნიშნული სასაწყობე და საშრობი მეურნეობა სეზონზე, 1 000 ტონა თხილის გაშრობას და 500 ტონა თხილის მუდმივ რეჟიმში შენახვას უზრუნველყოფს. თხილის საშრობი საწარმო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის (G-HIP) საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის და “აგრიჯორჯია-ფერეროს“ თანადაფინანსებით 2018 წელს დაფუძნდა.