გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გორის მერი გუგუტიაანთკარში გონიოში დასვენების შემდეგ ჩავა

16-08-2019

გორის მერი გუგუტიაანთკარში შვებულების დასრულების შემდეგ ჩავა.


ამის შესახებ qartli.ge-ს კონსტანტინე თავზარაშვილმა თავად განუცხადა.


მისი თქმით, მიდმინარე პროცესების შესახებ საქმის კურსშია თუმცა, ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად გორში დაბრუნების შემდეგ გაეცნობა.


"ჩემი მოადგილე ყოველდღე ადგილზეა და მიმიდინარე მოვლენების შესახებ საქმის კურსში ვარ. კვირას მეწურება შვებულება და რომ ჩამოვალ შევხედავ, რა სიტუაცია იქნება და მეც ჩავალ გუგუტიაანთკარში" - განაცხადა თავზარაშვილმა.


ცნობისთვის, გორის მერი შვებულებას აჭარის რეგიონში, გონიოში ატარებს.


გუგუტიაანთკარში საოკუპაციო ძალები გასულ კვირას გამოჩნდნენ და ახალი ხელოვნური ბარიერების მშენებლობა დაიწყეს. ე.წ. საზღვრის მიღმა ორი სახლი და მიწის ნაკვეთები აღმოჩნდა.