გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პრემიერ-მინისტრი აბაშის აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრში მავნებელთან ბრძოლის შედეგებს გაეცნო

17-08-2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აბაშის მუნიციპალიტეტში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურმა შტაბის წარმომადგებლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო მავნებელთან ბრძოლის პროცესში გამოყენებული საშუალებებისა და მეთოდების შესახებ.

პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვან წვლილს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების განხორციელებაში და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მთავრობას მადლობა გადაუხადა.

აღინიშნა, რომ აშშ-ის მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით მომზადდა მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო სამოქმედო პროგრამა. USAID-პროგრამის ფარგლებში, შეიქმნა მავნებლის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შარშან ივნისში გადაეცა 17 ტრაქტორი და პერსონალური დამცავი საშუალებები, ხოლო წელს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს - 45 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა.

როგორც პრემიერს შტაბში განუცხადეს, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, წელს აზიური ფაროსანას რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

აღინიშნა, რომ ღონისძიებები მიმდინარეობს სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარაში; მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით, შექმნილია გზავნილების სისტემა და სპეციალური ვებგვერდი; ყოველდღიურ რეჟიმში ტარდება მოსახლეობასთან შეხვედრები და აქტიური საინფორმაციო კამპანია; ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულები არიან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები; სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება სოფლების ტერიტორიები, მონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები.

„ბოლო სამი წლის განმავლობაში აზიურმა ფაროსანამ ძალიან დაგვაზარალა. ბოლო რამდენიმე წელი ჩვენი ფერმერები ვერ იღებენ შემოსავალს. ჩვენი ზარალი აღემატებოდა რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს. ეს იყო ძალიან მტკივნეული გამოწვევა. წელს შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ აზიური ფაროსანას პრობლემა არის მოგვარებული. მოსავალი წელს არის ძალიან კარგი და 2020 წელს გვექნება კიდევ უფრო კარგი მოსავალი. ფასი არის სამჯერ მეტი ვიდრე იყო შარშან, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლეობა შეძლებს დაახლოებით 120 მილიონ დოლარამდე შემოსავლის მიღებას თხილის რეალიზაციის შედეგად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა სამინისტროს დაავალა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ღონისძიებები გაგრძელდეს მანამ, ვიდრე მავნებელი საბოლოოდ არ დაექვემდებარება კონტროლს, ასევე ყურადღება გამახვილდეს სოკოვან დაავადებებზეც, რომლებიც ასევე მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის მეთხილეობის დარგს.

პრემიერი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატებთან და USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან ერთად იმყოფებოდა, სადაც მავნებელთან ბრძოლისთვის განკუთვნილი ტექნიკა და სპეციალური აღჭურვილობაც დაათვალიერა.