გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მცხეთასთან, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ერთმანეთს ექვსი მანქანა შეეჯახა

18-08-2019

მცხეთის სიახლოვეს, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ექვსი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. მათ შორის, ერთი ავტობუსი, ერთი მიკროავტობუსი და ერთი სატვირთო ავტომობილი იყო.


ავარიის შედეგად, ქალი და მამაკაცი დაშავდნენ. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.



1tv.ge