გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

18-08-2019

ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი დასკვნით ფაზაშია შესული. ტურნირზე საქართველოს 12 რაიონიდან დაახლოებით 100 სპორტსმენი ასპარეზობდა, მათ შორის მსოფლიოს და ევროპის არაერთგზის ჩემპიონი და ოლიმპიური ოქროს მფლობელი ლაშა ტალახაძე, რომელიც ზედიზედ ორჯერ დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად.


პირველ მოძრაობაში (ატაცი) ლაშამ 219 კგ. დააფიქსირა, რაც მსოფლიო რეკორდია. წინა რეკორდი – 218 კგ., ასევე ლაშა ტალახაძეს ეკუთვნოდა, შესაბამისად, მან თავისივე შედეგი გააუმჯობესა. საგულისხმოა, რომ რეკორდი ოფიციალური მას შემდეგ გახდება, რაც ტალახაძე ახალ წონას კონტინეტურ ტურნირზე, მსოფლიო ჩემპიონატზე ან ოლიმპიურ თამაშებზე დააფიქსირებს.


109 კგ. წონით კატეგორიაში მეორე მოძრაობაში (აკვრა) შეჯიბრი ტალახაძემ 256 კგ.-ის აწევით დაასრულა, ჯამში 475 კგ. დააფიქსირა და პირველი ადგილი დაიკავა. მეორეზე ბაქარ თურმანიძე გავიდა, მესამეზე კი თორნიკე ტაბატაძე.


-109 კგ.-ში ოქრო აკაკი ტალახაძეს ერგო, მეორეზე მირზა დავითაძე გავიდა, ბრინჯაოს კი ვანო ქაზუმაშვილი დაეუფლა.


მანამდე, ოლიმპიურ სოფელში მდებარე ფრენბურთის არენაზე მიმდინარე ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატის დასკვნითი დღე 96 და 102 კგ. წონითი კატეგორიის ძალოსნებმა გახსნეს.


ასპარეზობაზე ანტონ პლესნოიმ საქართველოს ხუთი რეკორდის დამყარება შეძლო. ძალოსანმა ატაცში სარეკორდო ზღვარს 11 კილოგრით გადააჭარბა, აკვრაში ორი კილოგრამით, ხოლო ორჭიდის ჯამში კი, 13 კილოგრამით.


96 კგ.
ირაკლი გობეჯიშვილი (ქუთაისი) – 145. 178. 323
ზაზა ლომთაძე (ქუთაისი) – 143. 175. 318
საბა ანთაური (თბილისი) – 123. 160. 283


102 კგ.
ანტონ პლესნოი (თბილისი) 181. 212. 393
გიორგი კირვალიძე (საჩხერე) – 135. 160. 295
ლაშა თაქთაქიშვილი (თბილისი) – 124 . 155. 279


წლევანდელ ტურნირზე 18 რეკორდი დამყარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე ჩემპიონატი გამორჩეულია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს ჩემპიონატზე კილოგრამების ათვლის სისტემის საერთაშორისო სტანდარტი დაინერგა.


საგულისხმოა, რომ ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატი 17 სექტემბერს, ტაილანდში აიღებს სტარტს, სადაც, რა თქმა უნდა, ქართველი სპორტსმენებიც იასპარეზებენ.


იხილეთ ვიდეო:

https://www.facebook.com/GEOWF/videos/382843662429440/


https://1tv.ge/news/talakhadzis-akhali-rekordi-qartvelma-sportsmenma-atacshi-219-kg-daafiqsira-foto-video/