გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სამცხე-ჯავახეთში პოლიციამ ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

18-08-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს მებაჟე-ოფიცრებთან ერთად, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „კარწახში“ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს.

1961 წელს დაბადებულ თურქეთის მოქალაქეს - ა.ტ.-ს ბრალი საზღვარზე ხალხის არალეგალურად გადაყვანაში ედება.

შსს-ს ცნობით, ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.