გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

"ბორჯომობის" დეკორაციული ქოლგები მაყურებლებმა სახლში წაიღეს (ფოტო/ვიდეო)

18-08-2019

„ბორჯომობის“ დღესასწაულზე, წვიმის დროს, ფერადი ქოლგებისგან გაკეთებული დეკორაცია, ღონისძიების მაყურებელმა თვითნებურად ჩამოხსნა. ქოლგების ნაწილი მათ მერიის თანამშორმლებმა ჩამოართვეს.


ბორჯომში, დაახლოებით 16:00 საათზე წვიმა დაიწყო. მაყურებლების ნაწილი ცენტრალური პარკიდან დეკორაციის ფერადი ქოლგებით წავიდა. ქოლგების შეგროვებაზე მერიის დასუფთავების თანამშრომლები ზრუნავდნენ: "ზოგს გამოართვეს ქოლგები უკან", - ამბობენ ბორჯომის მერიაში.


ცენტრალურ და კოსტავას სახელობის პარკებში რამდენიმე ღონისძიება ერთდროულად მიმდინარეობს. „სხვადასხვა ადგილზე ერთდროულადაა ღონისძიებები. ჯერ ძლიერი წვიმა არ არის, ამიტომ შეწყვეტას არ ვაპირებთ. ღონისძიებას საღამოს გალა კონცერტი დაასრულებს“, - ამბობენ ბორჯომის მერიაში.


იხილეთ ვიდეო: https://youtu.be/GE747nK1VLU




http://sknews.ge/index.php?newsid=23919