19-08-2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში დღეს შესული ინფორმაციის თანახმად, ლაგოდეხში, სოფელ მაწიმში ძლიერი დაკვამლიანება და ხანძრის კერა შეინიშნებოდა.
შემთხვევის ადგილზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები გავიდნენ, რომლებმაც უამინდობის მიუხედავად, ხანძრის ლოკალიზება დროულად მოახერხეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობდა ძლიერი ქარი.
დამწვარია ტყის ქვედა საფარი, ეკალ-ბარდი და დაზიანებულია რამდენიმე ხე.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის სამმართველოს 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.