გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ლიეტუველ პარლამენტართა ჯგუფი საქართველოს მხარდამჭერას უცხადებს

20-08-2019

ლიეტუველ პარლამენტართა ჯგუფმა საქართველოში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვასთან დაკავშირებით, საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ.

დოკუმენტს სეიმის სხვადასხვა ფრაქციათა 13 წევრმა მოაწერა ხელი, კერძოდ, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ იუოზას ბერნატონისმა, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ და ვიცე-პიკერმ გედიმინას კირკილასიმ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა, სეიმის წევრებმა ჟიგიმანტას პავილიონისმა, აუდრონიუს აჟუბალისმა, ლაურინას კაჩშიუნასმა, მანტას ადომენასმა, ემანუელის ზინგერისმა, ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენმა, რუტა მილიუტესმა, ეგიდიუს ვარეიკისმა, აუშრინე არმონაიტემ, ასევე მმართველიპარტიის „მწვანეთა და ფერმერთა კავშირის“ თავმჯდომარემ რამუნას კარბაუსკისმა.

სეიმის წევრთა 13 კაციანი ჯგუფი კიდევ ერთხელ გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს, რუსეთის ფედერაციას დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები, შეწყვიტოს უკანონო მოქმედებები საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ და სრულად შეასრულოს აღებული საერთაშორისო ვალდებულებები.

სეიმის წევრთა ჯგუფის განცხადებაში დაფიქსირებულია მოთხოვნა გაუქმდეს საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის) რეგიონების „დამოუკიდებლობის“ უკანონო აღიარება, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დაშვებულ იქნან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დამკვირვებლები. განცხადება ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას კვლავ აქტიურად იმოქმედოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე.

ლიეტუვის სეიმის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალაში ასევე აღინიშნება, რომ პარლამენტართა ჯგუფმა საჯარო განცხადება მოამზადა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული პროვოკაციების ფონზე, ოკუპირებულ ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის) რეგიონის გუგუთიანთკარში უკანონო ბარიერების აღმართვის, საცხოვრებელ ადგილებზე და მათ გარშემო ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესების, აძვისთავის და ახალუბნის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების, რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობის შემდგომი დესტაბილიზაციის შემდეგ.

განცხადებაში ასევე დაფიქსირებულია, რომ თერთმეტი წლის წინ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ქმედებების დროს ოკუპირებული იქნა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის) რეგიონები, ხოლო აგრესიული სამხედრო ქმედებები და სხვადასხვა პროვოკაციები დღემდე ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ არსებულ მდგომარეობას ასევე გამოეხმაურა ლიეტუვის სეიმის წევრი, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ჟიგიმანტას პაილიონისი: 

„ლიეტუვაყოველთვის წარმოადგენდა საქართველოს ძირითად მოკავშირეს დასავლეთში .. 11 წლის წინ აგვისტოში, როდესაც რუსეთი შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენც ვიყავითერთადერთი, რომელთაც ვცადეთ დაგვერწმუნებინა ევროკავშირისა და ნატო-ს ქვეყნები, არ მიეტოვებინათ საქართველო მარტო, სამწუხაროდ, მაშინ დასავლეთმა ჩვენი ხმა ვერ გაიგო და გვიან მოახდინა რეაგირებაც - მხოლოდ უკრაინის ოკუპაციის შემდეგ. არ შეიძლება რუსეთს მივცეთ ნება, კვლავ გააგრძელოს ჩვენი მოკავშირეების მიმართ პროვოკაციები. ყველანი ვალდებული ვართ რეაგირება მოვახდინოთ საქართველოში მდგომარეობის დესტაბილიზაციის მცდელობებზე. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს საკითხი განხილული იქნება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ლიეტუვაში მომავალი ვიზიტის დროს, როცა ის მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტის ვალდას ადამკუსის სახელობის მესამე კონფერენციაში“, - აღნიშნა პავილიონისმა.