გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

შსს: რვავე დაკავებული თავისუფალია, პროცესში ჩართულები იყვნენ შსს-ს, უსაფრთხოების საბჭოსა და სუს-ის სამსახურები

21-08-2019

შსს-ს ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს 8 მოქალაქე თავისუფალია. ერგნეთში, გადმოცემის პროცედურას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომდგენელი ვაჟა სირაძე ესწრებოდა. ვაჟა სირაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების საბჭოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, კერძოდ, ცხელი ხაზის მეშვეობით დაკავებულები გაათავისუფლეს.

„რვავე დაკავებული თავისუფალია. ისინი უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. ამისთვის, პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების საბჭოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები, რომლებმაც გადადგეს აქტიური ნაბიჯები და გამოიყენეს ყველა ის ქმედითი ზომები, რათა აღნიშნული პირები მშვიდობიანად დაბრუნებოდნენ საკუთარ ოჯახებს. ასევე მათი გათავისუფლებისთვის გამოყენებული იქნა ცხელი ხაზის მექანიზმი. ცხინვალის სასამართლოში სავარაუდოდ მათი ახლობლების მიერ გადახდილი იქნა შესაბამისი ჯარიმა. აღნიშნული პირები შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების მიზნით გადაყვანილი არიან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში, რის შემდგომაც დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს.“- განაცხადა ვაჟა სირაძემ.