გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმში, ფონდ "ქართუს" მიერ რეაბილიტირებული კაფე „რვაფეხა“ პრემიერმა დაათვალიერა

22-08-2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის ბულვარში რეაბილიტირებული კაფე „რვაფეხა“ დაათვალიერა. მთავრობის მეთაური ადგილზე ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო.
კაფე „რვაფეხას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო. რეაბილიტაცია ფონდ „ქართუს“ მიერ განხორციელდა. 

მოზაიკით მოპირკეთებული შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა. რვაფეხას რეაბილიტაციაზე მხატვარ-რესტავრატორმა ილია ფესვიანიძემ იმუშავა.

პრემიერმა „რვაფეხას“ აღდგენისთვის ფონდ „ქართუს“ მადლობა გადაუხადა.

„მსურს ყველა ბათუმელს და ბათუმის ყველა სტუმარს მივულოცო ბათუმის სავიზიტო ბარათის, „რვაფეხას“ აღდგენა. წლების განმავლობაში რვაფეხა იყო საყვარელი ადგილი ყველა ბათუმელისთვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, რომელმაც აღადგინა „რვაფეხა“ და ყველა ბათუმელს მივულოცო დღევანდელი დღე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა ფოტო გამოფენაც დაათვალიერა, სადაც წარმოდგენილი იყო ძველი ბათუმისა და ‘’რვაფეხას’’ ფოტოები.

განხორციელებული მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, ხელახლა დამზადდა ფიგურები, მოეწყო მოზაიკა, მიმდებარე ტერიტორიაზე აღდგა ფანტანი და მოეწყო მისასვლელი ბილიკები. ასევე ნაგებობის წყლისგან დაცვისთვის საიზოლაციო სამუშაოები ჩატარდა. შენობას პირვანდელი იერსახე შეუნარჩუნდა.