24-08-2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ შიდა ქართლის რწმუნებული, გიორგი ხოჯევანიშვილი, პარლამენტის წევრები, სოფიო კილაძე და შოთა ხაბარელი, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი, სიმონ ნოზაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს შეეხო, განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, განათლების, სოციალური დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროექტებზე გამახვილდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს რაც ხაშურის მუნიციპალიტეტში უნდა განხორციელდეს, ასევე ხაზი გაესვა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ეფექტურობასა და გადაწყვეტილების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის მნიშვნელობას.
ადგილობრივებმა შეხვედრაზე იმ საჭიროებების შესახებ ისაუბრეს, რაც მათთვის პრიორიტეტულია. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მსგავსი სახის შეხვედრები მნიშვნელოვანია მომავალი წლების დაგეგმვის პროცესსში რადგან უშუალოდ, მოსახლეობის მხრიდან იღებენ ზუსტ ინფორმაციას კონკრეტული სოფლებისა თუ დასახლების საჭიროებების შესახებ.