გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველოში წარმოებული ელექტრომობილების პირველი ბრენდის სახელი უკვე ცნობილია

24-08-2019

საქართველოში წარმოებული ელექტრომობილების პირველი ბრენდის სახელი უკვე ცნობილია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დიზაინერი ზვიად ციკოლია წერს.


მისი თქმით, ბრენდს „ორვო“ ერქმევა.


„ორვო“ ძველ კოლხურად ნიშნავს რვას, უსასრულობას. ავტორი გიგა ხატიაშვილი“, - წერს ციკოლია.


ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსი აშენდება, რომელიც 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე განთავსდება. პირველი პროექტი ელექტრომობილების საწარმოა, სადაც საწყის ეტაპზე დაახლოებით 300 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება და მისი ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში ბაზარზე 5000 ელექტრომობილი გამოვა.


პროექტის დასაწყისში ქარხანაში ოთხი მოდელის ავტომობილს აწარმოებენ. საქართველოში დამზადებული ელექტრომობილები წარწერით - Made in Georgia კი ევროპის ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება.


ქართული ელექტრომობილების დიზაინს ზვიად ციკოლია შექმნის.





https://imedinews.ge/ge/ekonomika/114564/saqartveloshi-tsarmoebuli-eleqtromobilebis-pirveli-brendis-sakheli-ukve-tsnobilia?fbclid=IwAR3mnbrVYmeQAvM2dapfNN5Lb_8jpK3VrF24S6zhw4SFjWmR6_zfWZJkEQw