გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ახალსოფელში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო

25-08-2019

ყვარლის მუციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ.

პარალელურ რეჟიმში, ხანძრის კერების ქრობას განაგრძობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირადი შემადგენლობა. ასევე, სპეციალური ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს ტყეში გზის გაყვანა ღია კერებთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მისასვლელად.

ახალსოფელში მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ხანძრის ქრობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს მისი სრული ლიკვიდაცია.

არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დამწვარია 10 ჰექტარამდე ტერიტორია.

ხანძარი ახალსოფლის ტყეში სამი დღის წინ სოფლიდან 5 კილომეტრის მოშორებით გაჩნდა.