25-08-2019
ბორჯომში, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიოტიაზე კიკბოქსში ღია ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ერთმანეთს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები დაუპირისპირტდნენ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ღონისძიება მერიის ზაფხულის სპორტული პროგრამის ფარგლებში მოეწყო. მასში მონაწილეობა ბორჯომელმა სპორტსმენებმაც მიიღეს, მათ ორთაბრძოლებში მოწინავე ადგილებიც დაიკავეს.
გამარჯვებულებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ, პირველმა მოადგილემ დავით ზაალიშვილმა, სასპორტო სკოლის დირექტორმა გოგა რაზმაძემ სპეციალურად ამ ტურნირისათვის დამზადებული ქამარი, ასევე სიგელები და ფულადი ჯილდო გადასცეს.
ტურნირის გამარჯვებულები 500, ხოლო მეორე ადგილზე გასულ სპორტსმენები 300 ლარით დაჯილდოვდნენ. სიგელები გადაეცათ, ასევე მონაწილე სპორტსმენების მწვრთნელებს.