გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქვეყნის რომელ რეგიონებშია შესაძლებელი ეროვნული გვარდიის აქტიურ რეზერვში ჩარიცხვა

27-08-2019

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია აქტიურ რეზერვში მოქალაქეების მიღებას განაგრძობს. ამ მიზნით, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები მოქალაქეებს შეხვდნენ, საინფორმაციო ბროშურები გადასცეს და რეზერვში მიღების პროცედურები განუმარტეს.

ამ ეტაპზე ტერიტორიულ რეზერვში ქალაქ თბილისის, მცხეთისა და იმერეთის რეგიონში მცხოვრები 18-დან 50 წლამდე ასაკის მოქალაქეები მიიღებიან. 

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრებ18-დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტებსაც, რომლებსაც სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ, სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. 

საბუთები მიიღება 13 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს, დილის 10-დან საღამოს 4 საათამდე.
აქტიურ რეზერვში ჩარიცხული მოქალაქეები 5 წლის განმავლობაში იმსახურებენ და სამხედრო სამსახურის პერიოდში მათი წლიური მინიმალური ანაზღაურება ხელზე ასაღები 2700 ლარი იქნება. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში კი, რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი და 12 თვეზე ნაწილდება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თავდაცვის სამინისტროს ვებ და ფეისბუქ გვერდებზე.