« ივნისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 |
27-08-2019
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტის (ჯამში 560 ღერი) შენახვა-რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553 მუხლის მე-7 ნაწილით შესაბამისად, საქონლის 18 წლამდე პირზე რეალიზაციის ფაქტზე, ადმინისტრაციული სახდელის სახით ფულადი ჯარიმა 150 ლარის ოდენობით შეეფარდა. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით მარნეულის მაგისტრატსასამართლოს გადაეგზავნა.