გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რამდენი გახდება პედაგოგების შრომის ანაზღაურება ხელფასი რეფორმის შემდეგ

27-08-2019

განათლების სისტემის კომპლექსური ტრანსფორმაციის ფარგლებში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ზოგადი განათლების რეფორმა და ის არაერთი პროექტი და ცვლილება, რომელიც სკოლებში ხორციელდება.

რეფორმის ფარგლებში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია პედაგოგების კომპეტენციის დადასტურების და მათი სტატუსის ამაღლების შესაბამისად, ანაზღაურების ზრდა. 

მასწავლებელთა სახელფასო ზრდის ისტორიაში, სწორედ ახლა ხორციელდება უპრეცედენტო და თანმიმდევრული პოლიტიკის პირველი ეტაპი. 

კერძოდ, 2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება გაეზრდება 150 ლარით! კერძოდ:
- უფროსი მასწავლებლებლები მიიღებენ 1011 ლარს
- წამყვანი მასწავლებლები - 1435 ლარს
- მენტორი მასწავლებლები - 1745 ლარს
- ხოლო მეტი საგაკვეთილო საათის შემთხვევაში, კიდევ მეტს!
პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები ექნებათ, საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ ანაზღაურება. მიმდინარე წლის შემოდგომაზე სისტემას ეყოლება 33 000 პედაგოგი, რომელთაც სტატუსი აიმაღლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროცესშია შესაბამისი საბიუჯეტო ცვლილებები.

პედაგოგებისთვის ანაზღაურების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება და ეტაპობრივად განხორციელდება ისე, რომ 2022 წლისათვის მათი ანაზღაურება იქნება:
- უფროსი მასწავლებელი - 1700 ლარი
- წამყვანი მასწავლებელი - 2135 ლარი
- მენტორი მასწავლებელი - 2445 ლარი