გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ზალკალიანმა და გაეროს გენერალურმა მიდვანმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

28-08-2019

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან სატელეფონო საუბარი გამართა.

გენერალურ მდივანთან სატელეფონო ზარს წინ უძღოდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების განხილვა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, როგორც ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარე ორგანიზაციების ხელმძღვანელობასთან.

საგარეო უწყების ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ გარემოზე, საოკუპაციო ხაზზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენებზე, მათ შორის ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესსა და დაკავებებზე. საუბარი შეეხო ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში 25 აგვისტოს გამართულ უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ვითარების დეესკალაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესისადმი ერთგულება, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში კონსტრუქციულ და თანმიმდევრულ მონაწილეობასთან დაკავშირებით.

საოკუპაციო ხაზზე ბოლო მოვლენების გათვალიწინებით, აღინიშნა საკითხის განხილვის მნიშვნელობა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ასევე ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში. ამ კონტექსტში მხარეები მიესალმნენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლისა და ვითარების ადგილზე გაცნობის გადაწყვეტილებას.

სატელეფონო საუბრისას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალურ მდივანს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საქართველოს მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობისთვის. ხაზი გაესვა გაეროს დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობას, რათა შეჩერებული იქნას დესტრუქციული და ვიტარების ესკალაციისაკენ მიმართული პროცესები.

გაეროს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.