გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ზალკალიანი: უმაღლეს დონეზე გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რათა საოკუპაციო ხაზზე უკანონო ქმედებები ავიცილოთ

29-08-2019

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ჟენევის თანათავმჯდომარეებს შეხვდა. 

შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ოკუპირებულრეგიონებში არსებული ვითარება, მათ შორის საოკუპაციო ხაზზე ბოლო განვითარებები. 

„მქონდა შეხვედრა ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, განხილვის ძირითადი საკითხი გახლდათ ე.წ. უკანონო ბორდერიზაციის პროცესი. ბუნებრივია საუბრები მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ ყველა დონეზე, უმაღლეს დონეზე გამოვიყენებთ ყველა ჩვენს ხელთ არსებულ შესაძლებლობას , ყველა ფორმატს, სამივე ორგანიზაცის ფარგლებში იმისთვის, რომ მომავალში თავიდან იქნას აცილებული უკანონო ქმედებები“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟენევის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ჟენევის თანათავმჯდომარეები უკვე იმყოფებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში და ადგილზე მოინახულეს შექმნილი სიტუაცია. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, ხვალ, ინციდენტების პრევენციის მექანიზმის შეხვედრაზე, ისევე როგორც ჟენევის შემდგომ რაუნდზე, იქნება მსჯელობა თუ როგორ უნდა მოხდეს ამ უკანონო ბორდერიზაციის პროცესის შეჩერება.

„მე მქონდა სატელეფონო საუბრები უმაღლეს დონეზე გაეროს გენერალურ მდივანთან ბატონ გუტიერეშთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ქალბატონ ფედერიკა მოგერინისთან და ასევე ეუთოს თავმჯდომარესთან, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩაკთან. სწორედ მისი წარმომადგენლები არიან ჩამოსული და ჩემი თხოვნის შესაბამისად მათი ჩამოსვლა დროზე ადრე მოხდა გამომდინარე იქიდან, რომ იქ შექმნილი სიტუაცია არის მიუღებელი და აუცილებელი იყო, ზუსტად თანათავმჯდომარეების მხრიდან ადგილზე სიტუაციის შესწავლა და მათზე შესაბამისი რეაგირება “-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.