გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პოლიციამ კახეთში გამოძალვის და ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

30-08-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ვ. ხ. და 1987 წელს დაბადებული ლ. ი. გამოძალვის და ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თელავის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ფიზიკური ანგარიშსწორებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ძმებს ფულს სძალავდნენ.

სამართალდამცველებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნიღაბი, ხელთათმანები და პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის და ჯგუფურად ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და 126-ე 1- ლი პრიმა მუხლის "დ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.