გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კახაბერ ქემოკლიძე: ჩვენი ინფორმაციით, ეს გასროლა განხორციელდა არა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, არამედ სამხრეთის ზონიდან

30-08-2019

საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე სოფელ ჩორჩანასთან იმყოფება და მედიისთვის ბოლო ინფორმაციას ავრცელებს.

მისი განცხადებით, ვითარება არის სტაბილური და გასროლა ოკუპირებული ტერიტორიიდან არ მომხდარა.

„ამ დროისთვის ადგილზე ვითარება არის სტაბილური. არის სიმშვიდე. რაც შეეხება გასროლას, ჩვენი ინფორმაციით, ეს გასროლა განხორციელდა არა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, არამედ სამხრეთის ზონიდან, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს აქტიურ სამონადირეო სეზონს", - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.