გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ოკუპირებულ წნელისში ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებსა და დეფაქტო რეჟიმის შორის შეხვედრა მიმდინარეობს

30-08-2019

ოკუპირებულ წნელისში დეფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრას უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი, სუსის წარმომადგენლები და ეუთოს სადამკვირვებლო მისია ესწრება.


სოფელ ჩორჩანასთან ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა, რომ ეს ფაქტი აქტიურ სამონადირეო სეზონს უკავშირდება.


სოფელი ჩორჩანაში 29 აგვისტოს გვიან ღამით საოკუპაციო ძალების ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შეინიშნებოდა საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება.


საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთებას გამოხატა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საოკუპაციო ხაზთან, საოკუპაციო ძალების მიერ სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის მობილიზების გამო.


მოგვიანებით ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიზეზით ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში 95-ე სამუშაო შეხვედრა ჩაიშალა. 10 საკითხიდან განიხილეს მხოლოდ ერთი, ისიც ნაწილობრივ. საუბარია სოფელ ჩორჩანასთან მძიმე ტექნიკის გადაადგილებაზე.



https://imedinews.ge/