გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

წითელ ხიდსა და ნინოწმინდაში არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა

30-08-2019

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,წითელი ხიდი“ და ,,ნინოწმინდა“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური, მათი კუთვნილი ხელბარგისა და სომხეთის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 16,200 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ, ხოლო სომხეთის მოქალაქე გ.ჰ-ს ჩამოერთვა საქონელი, ავტოსატრასპორტო საშუალება და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.