გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში არადეკლარირებული საქონლის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა

30-08-2019

ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში არადეკლარირებული საქონლის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, რისკის პროფილის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, ა.მ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის რენტგენო-სკანერით დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ; 666,12 გრამი ოქროს საიუველირო და 2 კილოგრამზე მეტი ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს. აღნიშნული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 19912.51 ლარი შეადგინა. ამასთან, ავტომობილში აღმოჩენილი იქნა არადეკლარირებული 72 ცალი ჩილიმის არომატორი (წონით 44 კგ) საერთო ღირებულებით 2770 ლარი.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.